Wednesday, November 9, 2016

მეცხრე დღე

    დავასრულეთ სასწავლო პროექტის პორთფოლიოზე მუშაობა და ავტვირთეთ ბლოგზე. ჯგუფის წევრებმა წარმოვადგინეთ პროექტის პრეზენტაცია და გავაკეთეთ უკუკავშირი.
ინტელის ტრენინგი ჩემთვის ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა, მიღებულ ცოდნას სიამოვნებით  გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.
დიდი მადლობა ქალბატონ შორენას სასიამოვნო გარემოს შექმნისათვის,

                                           ძალიან მიყვარხარ !!!!!!!!!!!!!

Monday, November 7, 2016

მერვე დღე

  დღესაც საკმაოდ შრომატევადი და საინტერესო დღე იყო განვიხილეტ მოდული შვიდი. ფასილიტაცია და ტექნოლოგიები. როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

მეშვიდე დღე

     დღეს განვიხილეთ მოდული 6.  განვიხილეთ აქტივობა 1. ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება. მუშაობის დაწყებისას თუ როგორ უნდა გავითვალისწინოთ ყველა მოსწავლის შესაძლებლობები,შესასრულებელი სამუშაოს საჭიროებებიდან გამომდინარე. გავაკეტეთ მოსწავლის პრეზენტაციის შაბლონი და სასწავლო პროექტის პორთფოლიოს პრეზენტაცია.

მეექვსე დღე

     როგორც ყოველთვის საკმაოდ დატვირთული დღე იყო. განვიზილეთ მოდული 5, ვიმუშავეთ მოსწავლეთა პროექტების შეფასებაზე. განვიხილეტ სხვადასხვა სახია რუბრიკები, მსგავსად ჩვენც გავაკეთეთ ჩვენს პროექტებზე მორგებული რუბრიკა, ასევე ვიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე, გავეცანით თანატოლთა უკუკავშირის ფორმას.   მადლობა ტრენერს!!!!!!!!!!!!!!!